ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-6 კლასელთა კლასგარეშე კითხვის შთამბეჭდავი გაკვეთილი
10-04-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

27 მარტს,  სკოლის მე-6გ კლასში ჩატარდა კლასგარეშე კითხვის გაკვეთილი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადონა ჭელიძე).

მოსწავლეები გაეცნენ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „კედელს“. გაკვეთილზე მასწავლებელმა გამოიყენა პაუზებით კითხვის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებს გაიაზრონ და სიღრმისეულად დაამუშაონ ტექსტი.

აღნიშნული მეთოდი მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, არგუმენტირებული მსჯელობის უნარს. გაკვეთილი მოსწავლეებისათვის საინტერესოდ წარიმართა. ისინი მსჯელობდნენ ტექსტის შესახებ, პასუხობდნენ კითხვებს, გამოთქვამდნენ ვარაუდებს. საუბრობდნენ ნაწარმოების პერსონაჟებზე, მათ თვისებებზე, ქცევის მოტივებზე. ტექსტის ნაწილ-ნაწილ დამუშავების შემდეგ იმსჯელეს ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემებზე, მწერლის მთავარ სათქმელზე. გაიმართა დისკუსია საკითხზე - რამდენად აქტუალურია 21-ე საუკუნეშ  საკითხი ბუნების დაცვის შესახებ.

მოსწავლეებმა მისწერეს წერილი სოფლის გლეხობას, რომელშიც მათ განუმარტეს რამდენად მნიშვნელოვანია ტყის დაცვა და რა საფრთხე ემუქრებათ მისი გაჩეხით.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოავლინეს ტექსტის გააზრებულად წაკითხვისა და გაანალიზების, არგუმენტირებულად მსჯელობის, დასკვნების გამოტანისა და ლოგიკური აზროვნების უნარები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...