თბილისის N12 საჯარო სკოლაში საგნობრივ განათლებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას.
1-ელ აპრილს, სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“, რომლის ორგანიზატორები იყვნენ მოსწავლეთა თვითმმართველობა და მე-11ბ კლასის მოსწავლეები.
ღონისძიება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეთა გონებრივი განვითარების, ისე გუნდური მუშაობის თვალსაზრისით.
თამაში ჩატარდა ერთ ტურად, მონაწილეობა კი მიიღეს მე-9ა, მე-9ბ, მე-9გ, მე-9დ, მე-10ა, მე-10ბ, მე-11ა, მე-11ბ კლასების მოსწავლეებმა.
თითოეული გუნდი გამოირჩეოდა სწრაფი აზროვნებითა და ანალიტიკური უნარებით.
თამაში მიმდინარეობდა მეგობრულ, მოტივირებულ და ხალისიან გარემოში და დასრულდა მე-9გ კლასის უპირატესობით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მალე იგეგმება თამაშის გაგრძელება სამტურიანი ფორმატით, რაც კიდევ უფრო დაძაბულ და საინტერესო ინტელექტუალურ შეჯიბრებას ჰპირდება მონაწილეებს.
„ახლო მომავალში იგივე შემადგენლობით თამაში ჩატარდება სამ ტურად და გამოვლინდება საბოლოო გამარჯვებული“,- დასძენენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური თამაშის ფორმატი ხელს უწყობს მოსწავლეებში ზოგადი ცოდნის გამდიდრებას, ინტერესის გაღვივებას სხვადასხვა სფეროს მიმართ, ასევე – გუნდურ მუშაობასა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: