„მიმიკა, ემოცია, ჟესტიკულაცია მუსიკასა და ხელოვნებაში“ - საბუეს საჯარო სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
07-04-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის, საბუეს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე; ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სკოლაში მნიშვნელოვანი პროიორიტეტია საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა.

ახლახან, საბუეს საჯარო სკოლის V კლასში ჩატარდა ინტეგრირებული  გაკვეთილი მუსიკასა და ხელოვნებაში, რომლის თემაც გახლდათ: „მიმიკა, ემოცია, ჟესტიკულაცია მუსიკასა და ხელოვნებაში“.

მოსწავლეებმა არსებული რესურსებით თავად დაამზადეს ნივთები, რომლის გამოყენებითაც დადგეს მცირესიუჟეტიანი წარმოდგენა მუსიკის თანხლებით; ბავშვებმა უხმოდ გადმოსცეს ემოცია და ინსცენირების შინაარსი.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, გაკვეთილი იყო საინტერესო, ხალისიანი და დატვირთული მრავალფეროვანი აქტივობებით.

ორგანიზატორები კი გახლდნენ პედაგოგები: ნანა ზაალიშვილი და მაია ახალკაციშვილი.



იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...