კასრისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს
08-04-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები. 

მათ შორის აღსანიშნავია, დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე - „დედა, ქალი ბურჯი და ქვაკუთხედი ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის და სამშობლოსი“.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ: ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს, გაიხსენეს სახელოვანი ქალები, დედები, დედოფლები. ბავშვებმა ასევე მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები. 

„დღე, რომელიც დღესასწაულად იქცა დიდხანს ემახსოვრებათ, როგორც სასკოლო, ისე მთლიანად სოფლის, თემის საზოგადოებას“,- ასე აფასებენ ღონისძიებას სკოლაში და ამაყობენ მოსწავლეთა შემოქმედებითობით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...