ახმეტის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა დედის როლსა და ამაგს ლამაზი ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
08-04-2025

ახმეტის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან. 

სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ემსახურებოდა მე-2 კლასის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს, მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები და შეასრულეს სიმღერები. 

პატარებმა ყველაზე საყვარელ ადამიანებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს, პედაგოგს კი სიამაყის საფუძველი მისცეს. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა ნონა ხოზბერუაშვილმა. 

„ჩვენს სკოლაში გამორჩეულად თბილი და ემოციური დღე იყო. დედის დღესთან დაკავშირებით, მეორე კლასის მოსწავლეებმა სითბოთი, სიყვარულითა და მადლიერებით სავსე ღონისძიება მოაწყვეს.

ლექსები, ამაღელვებელი სცენარები და ნაზი მელოდიები  ყველა დედის უსაზღვრო სიყვარულს ეძღვნებოდა“, - ასე აფასებენ ღონისძიებას სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...