თბილისის N28 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე; ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სკოლაში მნიშვნელოვანი პროიორიტეტია საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა.
ასეთი მიდგომებიდან გამომდინარე, თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ სკოლის ბიბლიოთკას, სადაც კითხულობენ მათთვის საინტერესო ლიტერატურას და იმტკიცებენ საგნობრივ ცოდნას.
„ამჯერად პედაგოგებთან: ქეთევან დავითაშვილსა და ია ტუშურთან ერთად, მსოფლიოს საოცრებებზე საუბარმა კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია ნორჩ მკითხველებში.
მათ გამოთქვეს სურვილი, გააგრძელონ „შვიდი საოცრების“ ნუსხა და წარმოადგინონ შემდეგ შეხვედრაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.