მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის მშობლიური სოფელი მოინახულეს
21-06-2018
ირაკლი ბაზაძის სახელობის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის მშობლიური სოფელი, სავანე მოინახულეს. ექსკურსიაზე მეექვსე კლასის მოსწავლეები მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ამავე კლასის 5 მოსწავლე საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ ინფორმატიკის ოლიმპიადაშიც მონაწილეობდა.
მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. იხილეთ ფოტოები