წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დახუნძლულია მრავალფეროვანი როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობი და საზეიმო ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მათ შორის აღსანიშნავია სარვამარტო ღონისძიება, რომელაც სკოლაში ზღაპრული ემოციები დაატრიალა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს. მოსწავლეება გაიხსენეს სახელოვანი ქალები, მათი ღვაწლი მსოფლიო ისტორიაში, ხოტბა შეასხეს გმირ დედებსა და დედოფლებს.
მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი დღე შეემატა, მშობლებს კი ღონისძიებით მიღებული ემოცია კიდევ დიდხანს გაჰყვებათ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: