დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოჯინური სპექტაკლი - „ჯამბაზი“, გაითამაშეს
08-04-2025

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მათ შემოქმედებით განვითარებას. 

1 აპრილს, დაბა ბედიანის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა თოჯინების თეატრის სპექტაკლი - ,„ჯამბაზი“. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - თამარ მეტრეველი გახლავთ, მსახიობები კი დაბა ბედიანის სკოლის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა ოსტატურად მოირგეს როლები, შთამბეჭდავი თოჯინური სპექტაკლი წარმოადგინეს და სასკოლო საზოგადოების მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

ასეთი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...