ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები მნიშვნეოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ. შესაბამისად, სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით, გაიმართა სითბოთი, სიყვარულითა და ემოციებით გაჯერებული ლამაზი ღონისძიება.
მოსწავლეები სიმღერით, ლექსით, ინსცენირებებით შეეცადნენ თავიანთი უსაზღვრო მადლიერება და სიყვარული გამოეხატათ დედებისადმი.
ბავშვებმა განსაკუთრებული სიფაქიზით მოამზადეს თავიანთი ნომრები და გულწრფელი სიტყვებითა და ნათელი სურვილებით ხაზი იმ განსაკუთრებულ როლს, რაც დედას უჭირავს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.
ღონისძიების ბოლოს კი გაჟღერდა საოცრად გულთბილი გზავნილი: „იხარეთ და იბედნიერეთ, ბავშვებო! თქვენ რომ კარგად იქნებით – ყველა ის სურვილი ასრულდება, რაც დღეს თქვენი გულით უსურვეთ დედიკოებს!“
დედის დღისადმი მიძღვნილი ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ გახდა მშობლისა და შვილის სიყვარულისა და ემოციური კავშირის ზეიმი.
იხილეთ ფოტოები: