„მასწავლებლობა, როგორც ერთ-ერთი საინტერესო პროფესია“ - თანატოლგანმანათებლები ხიზაბავრის საჯარო სკოლიდან და მათი ჩატარებული პროექტ-გაკვეთილი
08-04-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

სკოლაში საინტერესო ინიციატივის - „თანატოლგანმანათებლის“ ფარგლებში, ინგლისური ენის პედაგოგის - ანი წიკლაურის ხელმძღვანელობით მე-9 კლასელებმა მეხუთე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს გაკვეთილი-პროექტი თემაზე - „მასწავლებლობა, როგორც ერთ-ერთი საინტერესო პროფესია“. 

მოსწავლეებმა გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარმართეს და მიმართეს მრავალფეროვან აქტივობებს. 

გაკვეთილზე გამოყენებული იყო შემდეგი აქტივობები: ტექსტის წაკითხვა, უცხო სიტყვების შესწავლა/განმტკიცება, საშინაო დავალებების განხილვა.

ორივე კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს უკუკავშირი, რა მოეწონათ, რა იყო დასახვეწი და შესაცვლელი.

პროექტ-გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...