„ნატვრის ხე“ - ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გიორგი ლეონიძის შემოქმედება საინტერესო პროექტით შეისწავლეს 
08-04-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, V-X კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგების - ხატია ბარამიძისა და ციალა ჭიხვარიას ხელმძღვანელობით, განახორციელეს სასკოლო პროექტი თემაზე - „ნატვრის ხე“.

პროექტი მეტად შთამბეჭდავად წარიმართა და მიზნად ისახავდა გიორგი ლეონიძის შემოქმედების შესწავლას. 

პროექტის ფარგლებში გაიმართა  თენგიზ აბულაძის ფილმის - „ნატვრის ხე“ ჩვენება, ასე შეირჩა შესასწავლი ნაწარმოებები.

3 აპრილს ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია. მონაწილეებმა მხატვრულად წაიკითხეს ადგილები ნაწარმოებებიდან, წარმოადგინეს სცენები, შექმნეს ჩანახატები და ერთი კალმის მოსმით, საკუთარი თვალით დანახული მარიტას, გედიას, შეთეს პორტრეტები, გაიჟღერა მარიტას მშვენიერებისადმი მიძღვნილმა საავტორო ლექსმაც.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...