კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-4 კლასელებისთვის მათემატიკური ვიქტორინა მოეწყო
08-04-2025

სახალისო ლოგიკური ამოცანების ამოხსნა ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას, ასევე მეტად საინტერესოს და მარტივს ხდის მათემატიკის შესწავლას. სწორედ ამ მიზნით ჩატარდა ვიქტორინა IV კლასში, რომელიც შემეცნებითი და სახალისო აქტივობების იდეალური ნაზავი იყო. 

ვიქტორინა ჩატარდა ორ ტურად, გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლოგიკური და ვიზუალური ამოცანების ამოხსნაში

თითოეული ამოცანა მოსწავლეთა უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურებოდა - მათ უნდა ეჩვენებინათ სწრაფი ანალიზი, მოხერხებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

თამაშისას კლასში შექმნილი იყო სასიამოვნო და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემო.

თამაშის ფორმატმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, თავიანთი ცოდნა პრაქტიკაში გამოეცადათ,

დაძაბული და თანასწორი პაექრობის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი „მთვარე“.

ვიქტორინამ არა მხოლოდ ცოდნის დონის ამაღლებას, არამედ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასაც შეუწყო ხელი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...