ბახვის საჯარო სკოლაში შემეცნებითი და გასართობი ხასიათის ექსკურსია- ლაშქრობა განხორციელდა
21-06-2018
ბახვის საჯარო სკოლაში სასკოლო აქტივობის ხელშეწყობის პროგრამა ჩატარდა.
მიმართულება ინტელექტუალურ-შემეცნებითი გახლდათ.
ქვემიმართულება მოგზაურთა კლუბი იყო.
აქტივობას მასწავლებელი ხათუნა ბარამიძე ხელმძღვანელობდა.
თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში პროექტი „ტურიზმი“ სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე სასწავლო შემეცნებითი და გასართობი ხასიათის ექსკურსია-ლაშქრობა დაიგეგმა და განხორციელდა.
„კურორტი ღრუბლებში“- ასე ახასიათებენ მაღალმთიან საზაფხულო კურორტს გურიაში, 2100-2700 მ-ზე მდებარე გომის მთას, რომელიც წიწვოვანი ტყეებითა და წყაროებითაა გარშემორტყმული.
სკოლის დირექციის ცნობით, ეს დღე ყველასთვის დაუვიწყარი იყო.