დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
08-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად ეხმიანებიან მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. 

მათ შორის აღსანიშნავია დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც მე-4 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის - მარგარიტ ბაღდასარიანის ხელმძღვანელობით ჩაატარეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს, შეასრულეს საცეკვაო ნომრები, იმღერეს და მშობლებს ზღაპრული წუთები და ემოციები აჩუქეს. 

ღონისძიებაში ჩაერთნენ მშობლებიც, მათ შვილებთან ერთად იცეკვეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...