იდლიანის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო 
08-04-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილმა კვირეულმა აიღო სტარტი. 

კვირეული, დღეს საინფორმაციო შეხვედრით დაიწყო და მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია, რომელმაც მოიცვა შემდეგი საკითხებს:

  •  ქართული ენა – ცოცხალი მემკვიდრეობა;
  •  ქართული ენის ისტორია: უძველესი ფესვებიდან დღემდე;
  •  ანბანის ევოლუცია: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული;
  •  ქართული ენის სიმდიდრე და თავისებურებები;
  •  იშვიათი და უნიკალური სიტყვები ქართულში;
  •  დიალექტები: ერთი ენა, მრავალი ფერი;
  •  ფრაზეოლოგიზმები და მათი საინტერესო მნიშვნელობები;
  • რატომ არის ქართული ენა უნიკალური;
  • ძველი, მივიწყებული სიტყვები და მათი გამარტებები (სულხან -საბას ლექსიკონი);
  • ქართული სიტყვები ,რომლებიც სხვა ენებში გავრცელდა;
  • როგორ იცვლება ენა? სლენგები და ჟარგონები;
  • როგორ დავიცვათ ქართული ენა?
  • ქართული ენა სოციალური ქსელების გავლენის ქვეშ;
  • ქართული ენა ხელოვნებაში;
  • პოეზია და პროზა – ენის სილამაზე ლიტერატურაში;
  • ქართველი მწერლები და მათი ნაშრომები საერთაშორისო ასპარეზზე;
  • შუშანიკი- უძველესი ქართული მხატვრული ნაწარმოები.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია, ვიქტორინა.

კვირეული გრძელდება და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებას ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...