პირველი ობჩის საჯარო სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა 
08-04-2025

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

6 აპრილს სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში სპორტული ღონისძიება მოეწყო.

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...