ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
08-04-2025

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დახუნძლულია მრავალფეროვანი ღონსძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედის დღე. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს, შეასრულეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები და მშობლებს სითბო და სიყვარული გაუზიარეს. 

ეს დღე მოსწავლეთა მშობლებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...