ქუთაისის N36 საჯარო სკოლის ისტორიში კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი დღე ჩაიწერა.
სკოლაში ტარიელ ხარხელაურის იუბილესადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე სასკოლო საზოგადოება თავად პოეტს უმასპინძლა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ N36 საჯარო სკოლაში მოდიოდა სტუმარი, „კაცი, რომელიც ჰგავდა თავის თავს”, პოეტი, რომელსაც მიწაზე ამპარტავნობით ერთი ნაბიჯიც არ დაუდგამს. ის დაიბადა როგორც პოეტი, რომ ლექსებს სული გადაურჩინოს“.
შეხვედრამ კი მოლოდინს გადააჭარბა!
5 აპრილი ქუთაისის N36 საჯარო სკოლისათვის ნამდილ დღესასწაულად აქცია „პოეზიის ხევისბერის“, „კალმის კაცის“ მობრძანებამ. სიდიადე, სიკეთე, სიყვარული, სისადავე და უბრალოება ერთდროულად მოდის მისგან.
პოეტისეული კანონზომიერებით ვამოგზაურეთ სიყვარული ერთმანეთში. თავისივე სიტყვებით ვუმასპინძლეთ, პოეზიით, რომელმაც ღრმად გაიდგა ფესვები ჩვენს გულებში. სიყვარული, სითბო, მადლიერება, აღფრთოვანება და პოეზია გავუნაწილეთ ერთმანეთს. პოეტმა ჩვენც მოგვილბო გულები, მისმა პოეზიამ და ბავშვების წრფელმა შესრულებამ სიხარულის ცრემლებით აგვივსო თვალები. მოსწავლეების გულიდან წამოსულმა შესრულებამ პოეტსა და სტუმრებზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საღამო იქცა სიყვარულის დღესასწაულად!“- აღნიშნავენ სკოლაში და სჯერათ, რომ ეს დღე და ემოცია არასოდეს დაავიწყდებათ.
იხილეთ ვიდეო: