მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
08-04-2025

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის დირექცია და პედაგოგები ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ განათლებაზე, არამედ მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებაზე. 

ახლახან, სკოლაში პოპულარული ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ - ფორმატით 2025 წლის გაზაფხულის სეზონის კონკურსი ჩატარდა. 

თამაშისთვის შეირჩა საბაზო ( VII-VIII-IX კლ.) და საშუალო საფეხურის (X-XI კლ.) მოსწავლეთა გუნდები.

I ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდა საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ოთხი გუნდი: „აურუმი“, „Brainstormers“,  „კოლორიტი გიმნაზიელები“ და „მეტამორფოზა“.

ყველაზე მეტი სწორი პასუხისა და დაძაბული ბონუს-კითხვების შემდეგ ფინალში გადავიდა გუნდი „მეტამორფოზა“ (კაპიტანი თომა კვინიკაძე). 

ემოციებით იყო სავსე საბაზო საფეხურის მოსწავლეთა გუნდების - „ნერდები“,  „Brain Lords“, „ცოდნის ლიგა“, „ინტელექტუალურები“ და „შესანიშნავი  ექვსეულის“ თამაში.

წარმატებით იასპარეზა მე-7 კლასელი მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა - „შესანიშნავი ექვსეული“ (კაპიტანი -ელენე კასრაძე ), რომელიც ფინალში იასპარეზებს. 

სკოლაში მადლობას უხდიან თამაშის („რა? სად? როდის?“) ორგანიზატორს - გეოგრაფიის მასწავლებელსა და მდგრადი განვითარების კლუბის ხელმძღვანელს - ქეთევან რაზმაძეს, რომლის სწორად დაგეგმილი კონკურსი ეხმარება მოსწავლეებს ინტელექტუალური ცოდნისა  და კრიტიკული აზროვნების, უნარების გამოვლენა -განვითარებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...