ეფრემოვკის საჯარო სკოლის მე–2 კლასელებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს 
10-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება შეემატა.  

დედისა და სილამაზის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ემოციური, გულთბილი და ხალისით სავსე აღმოჩნდა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო მე–2 კლასის პედაგოგი ალისა დუმოიანი, რომელმაც დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით მოამზადა აღსაზრდელები ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად.

სცენა გაზაფხულის სიმბოლიკით მოერთო – ყვავილებით, ფერადი პოსტერებითა და მოსწავლეების ხელნაკეთი ნამუშევრებით.

პატარები დიდი მონდომებით წარდგნენ სცენაზე: წაიკითხეს ლამაზი ლექსები დედაზე, იმღერეს თემატური სიმღერები და შეასრულეს მხიარული ცეკვები, რომლებიც სითბოსა და პატივისცემას გამოხატავდა დედების მიმართ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები. პატარების გულწრფელი და ემოციური გამოსვლები დიდხანს დაამახსოვრდება დამსწრე საზოგადოებას. მათ შეძლეს ყველაზე მნიშვნელოვანი – გადმოეცათ სიყვარული და მადლიერება ყველაზე ძვირფასი ადამიანების მიმართა. 

ღონისძიებამ მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...