ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუასურების საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლია რამიშვილის ორგანიზებით 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის ამ ისტორიული დღის მნიშვნელობის გაცნობა და პატივის მიგება.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია, რომელიც ასახავდა 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, სადაც საბჭოთა არმია ძალისმიერად დაესხა ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილ მშვიდობიან დემონსტრაციას, სადაც 21 ადამიანი დაიღუპა და 427 დაშავდა.
მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო დაფა, რომელზეც დეტალურად იყო მოცემული 9 აპრილის მოვლენების ისტორიული კონტექსტი და მნიშვნელობა საქართველოს ეროვნული მოძრაობისთვის. 9 აპრილის სიმბოლოდ, მე-6 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს 21 ხელოვნური ტიტა და აანთეს ამდენივე სანთელი, ამ ქმედებით მოსწავლეებმა პატივი მიაგეს იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.
ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი იყო, რომელიც მხარს უჭერდა მოსწავლეების ინიციატივას.
იხილეთ ფოტოები