აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის ეზო მწვანე ნარგავებით დამშვენდა.
მასწავლებლებმა და სკოლაში მოწვეულმა სტუმარმა, წალენჯიხის საკრებულოს წევრმა დათა კაკულიამ სკოლის ეზოში სხვადასხვა ტიპის ნარგავები დარგეს. აქტივობა სკოლაში მოსწავლეთა გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებასაც ემსახურება. მასწავლებლები პირადი მაგალითით აჩვენებენ მოსწავლეებს, როგორ უნდა იზრუნონ გარემოზე.
მსგავსი ღონისძიებები ზრდის მოსწავლეებში ბუნების მიმართ სიყვარულს და ეკოლოგიური აზროვნების განვითარებას, რაც, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის საკითხებში უკეთეს გადაწყვეტილებებს მომავალში.
სკოლა მადლობას უხდის მასწავლებლებს და სკოლის სტუმარს, დათა კუკავას, ვინც შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ეზოს გამწვანებაში, რათა ბავშვებმა უკეთეს გარემოში ისწავლონ და გაიზარდონ.
იხილეთ ფოტოები: