ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინტელექტუალურ კონკურსში გამარჯვებული გუნდების ვინაობა ცნობილია
08-04-2025

ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მრავლფეროვანი და საინტერესო აქტივობებით დატვირთული აქტივობები კი მოსწავლეებისთვის სკოლას მიმზიდველ ადგილად წარმოაჩნეს, სადაც ყოველთვის შეუძლიათ გამოავლინონ ცოდნა უნარები და შესაძლებლებლობები.

ამჯერად სკოლაში „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 14-მა გუნდმა მიიღო. აქვე აღსანიშნავია, რომ ყველა გუნდმა გადალახა მინიმალური ზღვარი. 

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები: 

I ადგილზე გავიდა გუნდი „სალომეს მერცხლები -1“, მე-4 კლასი; დამრიგებელი სალომე კვირკელია;

II ადგილზე გავიდა გუნდი „ინტელექტუალები", მე-4 კლასი; დამრიგებელი ირინა კოსტავა;

III ადგილზე გავიდა გუნდი „ტორნადო“, მე-5 კლასი; დამრიგებელი ეკა ჯანიაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...