დაბლაციხის საჯარო სკოლაში მასშტაბური სპორტული აქტივობები ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა
08-04-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბლაციხის საჯარო სკოლაში სპორტის დღეებთან დაკავშირებით საინტერესო სპორტული აქტივობა, „მხიარული სტარტები“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. 

ამ ღონისძიების მიზანი იყო, არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობის გაზრდა, არამედ გუნდურად მუშაობის უნარების ჩამოყალიბება და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება.

მოახლოებულ სასწავლო პერიოდში, სკოლა გეგმავს მსგავსი აქტივობების ჩატარებას, რათა კიდევ უფრო ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევაში.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება სკოლის გარემოში აუცილებელია, რადგან ეს არა მხოლოდ ჯანმრთელობას უწყობს ხელს, არამედ მოსწავლეეს ასწავლის, როგორ გაუმკლავდნენ ყოველდღიურ სტრესსა და როგორ შეიძინონ სწორი ჩვევები.

იხილეთ ფოტო-ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...