ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში მათემატიკის კვირეული ჩატარდა.
სკოლის წარმომდგენლის ინფორმაციით ჩატარდა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები ხალისით და დიდი ინტერესით იღებდნენ მონაწილეობას.
პატარებმა იმოგზაურეს რიცხვების ჯადოსნურ სამყაროში და არაერთი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. აქტივობის ფარგლებში გაიმართა მათემატიკური თამაშები, გუნდური შეჯიბრებები და ვიქტორინები. მოსწავლეები ატარებდნენ გამოკითხვას და მიღებულ ინფორმაციას ცხრილებისა და დიაგრამების სახით წარმოადგენდნენ. საბოლოოდ კი წარმოადგინეს პრეზენტაციებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
იხილეთ ფოტოები: