ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის, თბილისის N212 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან, მათ შორის გარემოსდაცვით აქტივობებს სთავაზობენ
როგორც სკოლაში გვიამბობენ, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, მარინა ჯარმელიშვილის ინიციატივით, სკოლის მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა, პროექტ „გარემოს დაცვის“ ფარგლებში, შინდისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ბაღში საგაზაფხულო სამუშაოები ჩაატარეს - დაასუფთავეს ნიადაგი სარეველა მცენარეებისგან, გამხმარი ხეებისა და ნარჩენებისგან.
„სკოლის დირექცია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მადლობას უხდის სკოლის მოსწავლეებს:
ლიკა მეზურნიშვილს, ანი ტოტოღაშვილს, ანასტასია მირზაშვილს, ქეთა პაპიაშვილს, ელენე მირზაშვილს, ნინო ტოტოღაშვილს, ანანო მეზურნიშვილს, ნინი მეზურნიშვილს, ნიკოლოზ ხიზანიშვილს, გიორგი მეზურნიშვილს, სანდრო მეზურნიშვილს, საბა მეზურნიშვილს, ლუკა შინდელიშვილს, ანდრია გიორგობიანს“, - აღნიშნულია ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის, თბილისის N212 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.