ხანდოს საჯარო სკოლა გაზაფხულის შემობრძანებას მასშტაბური ღონისძიებით შეეგება
08-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხანდოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ხანდოს საჯარო სკოლის მე-3, მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანებას შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს, აქტივობას კი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ხელმძღვანელობდა.

„ლამაზი ზეიმით მოგვილოცეს ბავშვებმა გაზაფხულის დღესასწაულები... ისინი საინტერესო პროგრამით წარდგნენ ჩვენ წინაშე, ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს დედებს, მასწავლებლებს,  გაზაფხულს... წარმოადგინეს თემატური ანდაზებიც.

აღსანიშნავია, რომ გაზაფხულის დღესასწაულები ტრადიციულად, ყოველ წელს ტარდება ჩვენს სკოლაში. ამ წელს დაემთხვა სომხეთში „დედის დღეს“, ამიტომ ბავშვებმა დედებს განსაკუთრებულად მიულოცეს ეს მნიშვნელოვანი თარიღი“ - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება ემოციური იყო, ბედნიერმა მშობლებმა კი მადლიერება გამოხატეს ბავშვებისა და პედაგოგების მიმართ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...