„დაუვიწყარი შეხვედრა ჩვენი დროის დიდ პოეტთან“ - ქუთაისის N4 საჯარო სკოლამ ტარიელ ხარხელაურს უმასპინძლა
08-04-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ;

ამის დასტური გახლავთ ლიტერატურული საღამო, რომელიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა ყველასთვის საყვარელ, თანამედროვე ქართველ პოეტს - ტარიელ ხარხელაურს მიუძღვნეს.

„ქუთაისის №4 საჯარო სკოლამ პოეტ ტარიელ ხარხელაურს უძღვნა ლიტერატურული საღამო... მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ემოციურად წარმოადგინეს მისი შემოქმედება და შეასრულეს ლექსებზე შექმნილი სიმღერები“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საპატიო სტუმრებს  - ტარიელ ხარხელაურსა და მის მეუღლეს, მარინა ხარხელაურს, ასევე ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს - მაია ცქიტიშვილს, დირექტორმა მაკა გუბელაძემ, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, ღირსეული მასპინძლობა გაუწია.

დაუვიწყარი შეხვედრა ჩვენი დროის დიდ პოეტთან - ასე შეაფასეს მოსწავლე-მასწავლებლებმა ღონისძიება, რომელმაც მართლაც წარუშლელი კვალი დატოვა თითოეული მათგანის მეხსიერებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...