ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის გოგონათა ფრენბურთის გუნდმა შთამბეჭდავად ითამაშა და სპორტული ტურნირის გამარჯვებული გახდა 
08-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ აიტიას სპორტულ დარბაზში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები გაიმართა და ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს.

„ღონისძიებაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების გოგონათა და ვაჟთა 10-ზე მეტმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა და სიამაყით შეგვიძლია გაცნობოთ რომ ნინოწმინდის N1 სახელმწიფო სკოლის გოგონათა გუნდმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

სკოლის დირექტორი და პედაგოგები ამ გამარჯვებას ულოცავენ მოსწავლეებს და წინ უფრო დიდ გამარჯვებებს უსურვებენ. 

აქვე აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სპორტის დღეს 2014 წლიდან აღნიშნავს. თარიღი 6 აპრილი კი თანამედროვე ოლიმპიური თამაშების დაწყებას უკავშირდება. 1896 წელს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...