ახალქალაქის N1 სკოლის მოსწავლეებმა მზის სისტემის პლანეტები საინტერესო სასწავლო რესურსებითა და აქტივობებით შეისწავლეს 
10-04-2025

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

მათ შორის აღსანიშნავია, საინტერესო აქტივობებითა და რესურსებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ბუნებაში, რომლის თემა გახლდათ- „პლანეტები“. 

მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში, რამაც მათში შემეცნებითი ინტერესის გაღვივებასა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებას შეუწყო ხელი. სკოლის მასწავლებლებმა სპეციალურად მოამზადეს თვალსაჩინოებები - პლანეტების მოდელები, პლაკატები, ამოცანები და კითხვარები, რომლებიც თემის უკეთ გააზრებას უწყობდა ხელს.

მოსწავლეები მონდომებით ისმენდნენ ინფორმაციას მზის სისტემის შესახებ, აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში და თავადაც იზიარებდნენ საინტერესო ფაქტებს სხვადასხვა პლანეტაზე.

ღია გაკვეთილმა მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნა გაუღრმავა, არამედ წაახალისა მათი შემოქმედებითობა და აამაღლა სასწავლო მოტივაცია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...