ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში თვითმმართველობის წევრებსა და სკოლის საგანგებო შტაბის წარმომადგენლებს ჩაუტარეს საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესებთან დაკავშირებით სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ.
„სკოლას შსს, სსდ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის დაგეგმვისა და მზადყოფნის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტები, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორები, ბატონი პაპუნა კვიკვინია და მაია აკობია სტუმრობდნენ.
მოწვეულმა სტუმრებმა ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრებსა და სკოლის საგანგებო შტაბის წარმომადგენლებს ჩაუტარეს თეორიული სწავლება საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესებთან დაკავშირებით.
სასკოლო საზოგადოებას დეტალურად გააცნეს ის მიდგომები და წესები, რომელიც დაეხმარებათ მათ ამოიცნონ სხვადასხვა საგანგებო სიტუაცია და იმოქმედონ შესაბამისად.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ სტუმრებმა სკოლას საინფორმაციო ბუკლეტები და საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესების სახელმძრვანელო გადასცეს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურ სკოლაში საინფორმაციო შეხვედრის გამართვისათვის“, - აღნიშნულია სკოლის წარმომდაგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასი.
იხილეთ ფოტოები: