საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
აქტივობა, რომელიც მოქალაქეობის მასწავლებლის მარეხი გოგატიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იყო და რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს ემსახურებოდა, მათ შორის: 9 აპრილის მოვლენების სიღრმისეული შესწავლას, პატრიოტიზმის გრძნობის გაღრმავებას, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრებას და ა.შ.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, უყურეს დოკუმენტურ ფილმს და წარმოადგინეს მათ მიერ მოძიებული საინტერესო მოვლენების შესახებ პრეზენტაციები.
იხილეთ ფოტოები: