დეხვირის საჯარო სკოლის მე-6 კლასელთა მუსიკის შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი და საინტერესო შემოქმედებით-შემეცნებითი აქტივობები
08-04-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.  

ახლახან, დეხვირის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა -  მზევინარ მეშველიანმა მე-6 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი. გაკვეთილის თემატური ბლოკი გახლდათ -  მუსიკა და კინო, ხოლო თემა - მუსიკის როლი ხმოვან კინოში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან გაკვეთილის მიზანია, მოსწავლეებმა გაიაზრონ, თუ რა  როლი აქვს მუსიკას კინოში, შეძლონ და ამოიცნონ ემთხვევა თუ არა გარემოს განწყობა მთავარი პერსონაჟის შინაგან განწყობასა და კინოეპიზოდების მაგალითზე დაყრდნობით განსაზღვნონ, რაში მდგომარეობს სასპენსი.

გაკვეთილი გამოირჩეოდა სიანტერესო შემოქმედებით-შემეცნებითი აქტივობებით, მაღალი ინტერაქციითა და ჩართულობით.

ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ ხარისხის ჯგუფის წევრები, რომელთაც სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასეს. 

„წარმატებას ვუსურვებთ შრომისმოყვარე მზევინარ მასწავლებელს და მის ყოჩაღ მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოწაფეთა აქტიურობა და მასწავლებლის კრეზტიულობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...