თბილისის N94 საჯარო სკოლა საერთაშორისო კონფერენციაზე 4 პრეზენტაციით წარდგა 
08-04-2025

ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი და eTwinnig-ის პლატფორმაზე არაერთ საგანმანათლებლო ინიციატივას იზიარებენ. 

ახლახან, eTwinnig-ის პროექტის ფარგლებში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისის N94 საჯარო სკოლამ 4 პრეზენტაცია წარადგინა.

მომხსენებლის რანგში კონფერენციაზე წარდგნენ - კატო ეკავა, დანიელ მარკოსიანი, გვანცა ქარსანაშვილი და გაბრიელ იაშვილი.

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და მონაწილეთა მოწონებაც დაისმახურეს. 

სკოლაში მადლობას უხდიან პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს და მათ წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...