გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასელებმა ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს 
08-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 7 აპრილი, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე. 

მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გამართეს და ჯანმრთელობისა და ჰიგიენის შესახებ ისაუბრეს. აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. 

მოსწავლეებს არ გამორჩენიათ ტექნოლოგიური მოწყობილობების მავნე ზეგავლენა ადამიანზე, განსაკუთრებით კი მოზარდებზე და თანატოლებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...