გაიცანით თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლე - გიორგი ონიანი, რომელმაც კარატეს საერთაშორისო ტურნირზე, ოქროს მედალი მოიპოვა
08-04-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე; ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სკოლაში მნიშვნელოვანი პროიორიტეტია ცხოვრების ჯანსაღი წესი და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება, რასაც სხვადასხვა შეჯიბრებაში მიღწეული შედეგებიც ადასტურებს.

ახლახან, ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე, Azerbaijan Grand Prix, სადაც 14 ქვეყნის 600-მდე სპორტსმენთან ერთად ასპარეზობდნენ საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის წარგზავნილები, საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილი დაიკავა - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლით.

ტურნირის ერთ-ერთი ოქრსომედალოსანი კი გახლავთ გიორგი ონიანი - თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე, რომლის დაბრუნებასაც მეგობრები და ზოგადად, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდნენ.

„მესამე კლასის მოსწავლეები სიხარულითა და ოვაციებით შეხვდნენ საკუთარ ჩემპიონს. 
ვულოცავთ გიორგის ამ დიდ წარმატებას და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებთ“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...