გაიცანით საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე - ილია ერაძე - პატარა მოჭადრაკე დიდი მიზნებით
08-04-2025

აკაკი წერეთლის სახელობის, საჩხერის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე; ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სკოლაში მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ცხოვრების ჯანსაღი წესი და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება, რასაც სხვადასხვა შეჯიბრებაში მიღწეული შედეგებიც ადასტურებს.

ახლახან, საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ილია ერაძემ, ჭადრაკში ელიტ ლიგა - c კატეგორიაში - მესამე ადგილი დაიკავა.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, ეს გახლდათ კიდევ ერთი წარმატებული ტურნირი საჭადრაკო კლუბ „მერანში“ - Chess Club Merani. 

„უკვე ტრადიციად აქცია ილიკომ თითქმის  ყველა ტურნირში საპრიზო ადგილი.
მადლობა მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობთ და მოტივაციას აძლევთ ამ პატარა ბიჭს, რომელსაც დიდი მიზნები აქვს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...