ქუთაისის N10 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.
რა განაპირობებს სკოლის წარმატებას და რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? - ამ მეტად აქტუალურ კითხვას ქუთაისის N10 საჯარო სკოლის დირექტორი ონისე ბოჭორიშვილი etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში პასუხობს და იმასაც გვიმხელს, რომელ ცნობილ პიროვნებას ინატრებდა თავად მასწავლებლად?
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- სამართლიანობის პრინციპის დაცვა.
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- განათლება, პირველეს ყოვლისა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაციის მიღებაა...
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- მოსწავლის მიერ დამოუკიდებლად შესრულებული აქტივობა.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- დისციპლინურ საკითხებში დირექტორის უფლებამოსილების გაზრდა. დისციპლინური კომიტეტი არ უნდა იყოს ფორმალური (არ უნდა მასწავლებელს დისციპლინური კომიტეტიდან, მასწავლებლთან დაპირისპირება).
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- ჰუმანიტარული საგნები, ისტორია და ლიტერატურა.
- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- შალვა ამონაშვილს.
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- ხელოვნური ინტელექტი იტყვის თავის სიტყვას განათლებაში.