გაიცანით ორღულის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებას მიაღწიეს
08-04-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის, ორღულის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე; ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სკოლაში მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა.

ახლახან ორღულის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „ევერესტისა“ და პეცის ოლიმპიადაში, სადაც მეტოქეებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და მიღწეული წარმატებით სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებიც გაახარეს.

„ვულოცავთ ამ წარმატებას“ - ასე გამოეხმაურა ორღულის საჯარო სკოლა ბავშვების წარმატებას, etaloni.ge კი თითოეულ მათგანს გაგაცნობთ:

დემეტრე დავაძე. ნიკოლოზ მიშველიძე, ელენე გურასაშვილი, ტატო მიშველიძე, გაბრიელ მწყერაშვილი, ალექსანდრე გიორგაძე - ის კონკურსანტები არიან, რომლებმაც მშობლიური - ორღულის საჯარო სკოლა ასახელეს და სერტიფიკატებიც დაიმსახურეს.



იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...