„სასკოლო ცხოვრებაში დღის შეჯამების წუთებს დავამატებდი ორი მარტივი კითხვით“... - ნინო მორგოშია, ფოთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი
08-04-2025

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.

რა განაპირობებს სკოლის წარმატებას და რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? - ამ მეტად აქტუალურ კითხვას ფოთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მორგოშია etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში პასუხობს და იმასაც გვიმხელს, რომელ ცნობილ პიროვნებას ინატრებდა თავად მასწავლებლად?

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- მან შენგან იგრძნოს გულწრფელობა და სიყვარული.

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

- ხელს გვიწყობს მიზნის მიღწევაში, აღქმაში, ანალიზში, დასკვნების გამოტანაში... 

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- საინტერესო და მოსწავლის შესაძლებლობებს მორგებული...

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

- დღის შეჯამების წუთებს 2 მარტივი კითხვით: ერთი რამ, რაც დღეს ჩემს თავს მოვუწონე და ერთი - რაც დავუწუნე...

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია.

- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- ჩემთვის ყველა ადამიანი მასწავლებელია, რომელთაგანაც ვსწავლობ, რა, როგორ უნდა ან რა არ უნდა გავაკეთო... 

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- აბსოლუტურად სხვა ინფრასტრუქტურითა და პროფესიული თუ ადამიანური თვალსაზრისით ჩამოსაყალიბებლად მეტი არჩევანის შესაძლებლობით...



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...