იანეულის საჯარო სკოლამ დედაენის დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიუძღვნა
08-04-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ბავშვები აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად, პედაგოგები საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

 ამის დასტურია დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა, პედაგოგების აქტიური ჩართულობით, შთამბეჭდავი ღონისძიება წარმოადგინეს.

„14 აპრილი დედაენის დღეა“ - ასე უწოდეს კვირეულს, რომელსაც I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ.

„ენა დედაა ერისა“... „ჩვენ გვიყვარს დედაენა“... ეს ფრაზები ლაიტმოტივად გასდევდა მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილ აქტივობებს, რომლის ფარგლებშიც ბევრი ისაუბრეს მშობლიური ენის, მისნი მნიშვნელობის შესახებ და იანეულის საჯარო სკოლის ყველაზე უმცროსმაწარმოამდგენლებმა ისიც გაიაზრეს, რომ მშობლიური ენის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია.

 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...