ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ; ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებია სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
ახლახან, იანეულის საჯარო სკოლაში, პედაგოგის - ზურაბ სიხარულიძის ხელმძღვანელობით, 9 აპრილისადმი მიძღვნილი აქტივობა ჩატარდა.
მოსწავლეებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ინფორმაციისთვის: 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: