საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
08-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში ღონისძიება ვან გოგის დაბადებიდან 172 წლის თავს მიეძღვნა. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,  ხელოვნების მასწავლებლის, ლიდა გალოიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ვან გოგის დაბადების დღე აღნიშნეს და მის პატივსაცემად, დიდი მონდომებითა და სიყვარულით შექმნეს ვან გოგისეული სტილის ნახატები. რომელიც შემდგომ სკოლაში გამოიფინა.

მისი ხელწერა ემოციურია და სუბიექტური – ფერების და ფორმების დამახინჯება ემსახურება შინაგანი განცდებისა და განწყობების გადმოცემას. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები, როგორიცაა „ვარსკვლავიანი ღამე“, „მზესუმზირები“ და „სასაფლაოს გზაზე მიმავალი ხიდი“, სწორედ ამ სტილის კლასიკური ნიმუშებია.

გამოფენა-ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სხვადასხვა სასცენო ნომრები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...