რგანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
10-04-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი დირექცია და პედაგოგები მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში ახალისებენ. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში -  „ტვინების ბრძოლა“. ინტელექტუალურ პაექრობაში მონაწილეობდნენ სკოლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. 

თამაში სამი ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. 

პირველი ასაკობრივი ჯგუფს წარმოადგენდნენ - მე-3 კლასი გუნდი „საზრიანები“, მე-4 კლასი „ჭკვიანი ბიჭები“ და „ჭკვიანი მერცხლები“, მე-5 კლასი „ცელქები“ და „დინჯები“.

მეორე ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს - მე-6 კლასის გუდმა - „ლაბირინთი“, მე-7 კლასის გუნდმა - „მეგატვინი“ და მე-8 კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა - „რგანი მემორიალი“. 

მესამე ასაკობრივი ჯგუფიდან კი ითამაშეს - მე-9 კლასელთა გუნდმა -  „5+1“, მე-10 კლასელთა გუნდმა - „ფანტაზიირები“, მე-11 კლასის გუნდმა - „ბარონები“ და მე-12 კლასის გუნდმა - „მუშკეტერები“.

თამაში წესების თანახმად სამ ეტაპად ჩატარდა და გუნდებმა მათთვის განკუთვნილ 15 შეკითხვას უპასუხეს.

თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. დაწინაურდნენ მე-5 კლასის გუნდი „დინჯები“, მე-7 კლასის გუნდი „მეგატვინი“ და მე-11 კლასის გუნდი „ბარონები“, რომლებმაც მოიპოვეს სკოლის ჩემპიონის ტიტული და Brains-ისგან გადაეცათ გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომები.

მათ, ასევე ასპარეზობის შესაძლებლობა ეძლევათ ,,ტვინების ბრძოლის“ სკოლათაშორის ჩემპიონატზე.

რგანის საჯარო სკოლა ულოცავს გამარჯვებულებს და  უსურვებს  წარმატებებს.

„მადლობა თითოეულ მოსწავლეს მონაწილეობისთვის და საინტერესო თამაშისთვის. ასევე, მადლობა  Brains-ს ამ იდეის შეთავაზებისთვის რომლის განხორციელებითაც, სკოლამ ერთი საინტერესო,  ნაყოფიერი და დაუვიწყარი დღე გაატარა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...