„კიდევაც დაიზრდებიან“ - თბილისის N118 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
21-06-2018

თბილისის N118 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ღონისძიებით - „კიდევაც დაიზრდებიან“ აღნიშნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ეროვნულ თემატიკაზე სპექტაკლი დადგეს და ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა როლები ოსტატურად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა აღსაზრდელებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს. 

წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა  გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს  წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203