პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ საბუის საჯარო სკოლის VI კლასელებმა ინტერაქტიური კონფერენცია ჩაატარეს
10-04-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ კონფერენცია გაიმართა.

ჯანდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის VI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „პირველადი სამედიცინო დახმარება“.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ინფორმაცია სხვადასხვა დაავადებისა და გადაუდებელი დახმარების გზების შესახებ. ჩაწერეს ინტერვიუ სკოლისა და სოფლის ექიმთან და მიღებული ინფორმაცია სასკოლო საზოგადოებას გააცნეს.

სწავლების ინტერაქტიულ ფორმატში ჩასატარებლად, მოსწავლეებმა მოირგეს ექიმისა და პაციენტის როლები. მათ განასახიერეს სხვადასხვა სახის შემთხვევები, როგორებიცაა: ცხვირიდან სისხლდენა, გონების უეცარი კარგვა და ჭრილობის შეხვევა.

საინტერესო მიდგომებისა და აქტიური ჩართულობის გამო, კონფერენციამ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც პედაგოგიური პერსონალის, ასევე თანაკლასელების მხრიდან.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ნანა ზაალიშვილი.



იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...