მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლაში ჩატარდა პროექტი - „ყველაფერი წყლის შესახებ“
10-04-2025

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის VI კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების პედაგოგის შორენა გოგალაძის ხელმძღვანელობით ეწვივნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების ცენტრის - SALIS - ლაბორატორიას.

პროექტის „ყველაფერი წყლის შესახებ“ - ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ექსპერიმენტებში და გამოიკვლიეს წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები.

გაკვეთილზე წყლის თვისებების შესწავლისა და ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში პრაქტიკული გამოცდილებით მიღებული ცოდნის შეჯერების შედეგად მოსწავლეებმა  გაიაზრეს წყლის როლი და მნიშვნელობა ბუნებრივ პროცესებში. ლაბორატორიულ აქტივობებში ჩართულობამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა მათი შემეცნებითი გამოცდილება,  რაც  მომავალში ხელს შეუწყობს  სამეცნიერო აზროვნების ჩამოყალიბებას და შესაძლებლობას მისცემს, უფრო რთულ და მრავალფეროვან საკითხებს ახალი პერსპექტივიდან შეხედონ.  

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიული გარემო ქმნის რეალურ შემეცნებით გამოცდილებას, რომელიც აბსტრაქტულ თეორიას რეალურ მოვლენებად გარდაქმნის და იგი    ცოცხალი, საინტერესო და ინტერაქტიური პროცესია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...