აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება წყემის საჯარო სკოლაშიც გაიმართა. სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სიმბოლურად გაიხსენეს ის გმირები, რომლებიც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ, და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის ჯარმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივად დაარბია, რასაც 21 ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
9 აპრილი დღეს სიმბოლოა ეროვნული ერთობის, თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ღირსების.
იხილეთ ფოტო: