ორი საგანი, რომელთა შესახებაც აბიტურიენტები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ
11-04-2025
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11 აპრილს, 15:00-დან 16:00 საათამდე აბიტურიენტებისათვის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება.
 
გამოსაცდელების კითხვებს ქიმიისა და ბიოლოგიის ჯგუფების ხელმძღვანელები უპასუხებენ. გია ხატისაშვილი და აივენგო შათირიშვილი გამოსაცდელებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას ტესტის სტრუქტურასთან დაკავშირებით, ასევე მისცემენ მათ რჩევებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ ტესტზე მუშაობისას. 
 
შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. იხილეთ ბმული. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...